ბათუმში
ახალაშობილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. საუბარია კლინიკა ბიემსის ექიმებზე: ვაჟა ცირეკიძესა და მაია ძნელაძეზე. გარდაცვლილი ახალშობილის ოჯახის ინფორმაციით, ახლაგზარდა ქალის ფეხმძიმობის პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა ექიმების მიერ არასწორი პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს ნაადრები მშობიარობა დაეწყო.
ოჯახის თქმით, ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს დაიღუპა. ბარამიძეების ოჯახი შესაბამის უწყებებს მიმართავს, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ექიმების დასჯას მოითხოვენ. ბარამიძეების ოჯახის ბრალდებას გამოეხმაურა თავად კლინიკის ადმინისტრაცია
“მოგესალმებით, ბუნებრივია, აღნიშნული შემთხვევის შესახებ, ბრიფინგამდეც ცნობილი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრისთვის. მიუხედავად იმისა რომ, ახალშობილი გარდაიცვალა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მოქმედი რეგულაციით, ახალშობილის გარდაცვალება სავალდებულოდ ითვალისწინებს შემთხვევის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი კომისიის მიერ.
ბათუმის სამედიცინო ცენტრი, აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში და იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება. პატივისცემით, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია”,- აცხადებენ კლინიკაში