ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაში შემზარავი მკვლელობა მოხდა, ძმამ ძმა სასტიკი წამებით მოკლა.
დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ის ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
როგორც ადგილობრივი ამბობს, მკვლელობაში
ბრალდებულს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. დანაშაული წუხელ ღამით მოხდა. მან მძინარე ძმა ნაჯახით სასტიკად დაჩეხა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები, არსებული ინფორმაციით, ამოღებულია მკვლელობის იარაღი – სისხლიანი ნაჯახი.