“ნორმალური არ მგონია მომღერალი ქალი,ჩემი ოჯახისთვის ასეა,ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემმა ქალიშვილმა ცუდი გზა არ აირჩიოს..” – ნახეთ შალვა მორელი

0

მომღერალი შალვა მორელი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც ქალი მღერის.
„მე მაინც „გრუზინული“ რაღაცები შემომრჩა… არ მგონია ნორმალური, ქალი როცა მღერის, ჩემი ოჯახისთვის ასეა, თორემ ძალიან ბევრი მეგობარი მომღერალი მყავს
მუსიკოსმა ან ერთი საქმე უნდა აკეთოს ან მეორე, მე ჩემი შვილისთვის სულ სხვა გზა მინდა, თუმცა 21-ე საუკუნეა და არჩევანი მასზეა.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ქალიშვილი მუსიკაში არ წავიდეს, ცუდი გზა არ აირჩიოს…

მე რუსეთის შოუბიზნესი კარგად ვიცი, სადაც 80-90% წარმატებული მომღერალი ქალი სულ სხვა ადგილებიდან არის [ამ სფეროში] მისული…

წყარო:sport24.ge

Share.