“ოზურგეთში 64 წლის კაცი ორსულობის მუხლით დაითხოვეს სამსახურიდან..”

0

ავთანდილ თალაკვაძემ 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვა – ინფორმაციას და ამის ამსახველ დოკუმენტს ადგილობრივი გამოცემა “გურიის მოამბე” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ოზურგეთის მერიის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების” მწვრთნელის პოზიციიდან, ხარიტონ ჩატარაშვილი, დირექტორმა, ვინმე შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვა.

თავად ხარიტონ ჩხატარაშვილი კი ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით მოხდა:
“მომხსნენ სამსახურიდან, რადგან მხარს არ ვუჭერდი არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს, მერმა მითხრა ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და “ნაციონალურ მოძრაობას” რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო” – უთხრა მან გამოცემას.
“საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37 მუხლის პირველი პუნქტი”:
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით.
“დავიბენი სიმართლე გითხრათ, არაკომპეტენტურობაა თუ დაცინვა ვერ გავიგე, მომხსნენ, შვებულებაში გამიშვენ თუ რა ჯანდაბა ქნეს არ ვიცი, ოჯახსა და მეგობრებსაც ვერ აუხსნი კაცი ისეთ რეგვენობასთან მაქვს საქმე” – ამბობს ჩხატარაშვილი გამოცემასთან.”გურიის მოამბე” ავრცელებს ბრძანებასაც, რომლის თანახმადაც ჩხატარაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

წყარო: ​newposts.ge

Share.