“ორი ადამიანი ცოცხლად დაიწვა, საშველადაც ვერავის დაუძახეს..” – ნახეთ ცნობილია ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

0

თელავში, შუამთის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად, ორი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც სხეულის 60%-იანი დამწვრობა აქვს მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის.ერთ-ერთი გარდაცვლილი 25 წლის გიორგი გრიგალაშვილია.
„ტრაგიკულად გარდაიცვალა გიორგი გრიგალაშვილი, პანაშვიდი ოთხშაბათს 14დეკემბერს. გამოსვენება ხუთშაბათს, 15 დეკემბერს სურამის წმინდა გიორგის ეკლესიიდან 14:00 საათზე“ – დაწერა გარდაცვლილი ბიჭის ნათესავმა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოტეჯში 4 ადამიანი იმყოფებოდა. გაჩენილი ხანძრიდან იქ მყოფმა პირმა მხოლოდ ერთის გამოყვანა შეძლო, ორი კი ადგილზე დაიღუპა.ცნობილია, რომ გარდაცვლილები ქართლის რეგიონიდან იყვნენ და ისინი შუამთაში, ერთ-ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ.

Share.