“ორი დღეა ლოგინიდან ვერ დგება ძალიან ცუდად არის..” – ნახეთ რა დაემართა გიული ალასანიას

0

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თავს შეუძლოდ გრძნობს. როგორც ოჯახის ახლობელმა განაცხადა, შვილზე ნერვიულობის გამო ჰიპერტენზია აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, ის დღის 2 დღეა სახლში წევს.„ძალიან ცუდად და სუსტად გრძნობს თავს. თავისი შვილის ნელ სიკვდილს უყურებს და ვერაფერს შველის. ჰიპერტენზია აქვს და სტრესის ფონზე საგრძნობლად დასუსტდა. უკვე მეორე დღეა, ლოგინიდან ვერ დგება. ვერავის ესაუბრება, არ პასუხობს სატელეფონო ზარებს და

ძალიან განიცდის მიშას მდგომარეობას, ჯერ შიმშილის და მერე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებისგან შესაძლო საფრთხეების გამო. ხვალ, მისი ახლობელი ექიმი მოინახულებს და ვნახოთ, როგორ შეაფასებს გიულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმი“, – განაცხადა ახლობელმა. „პრაიმტაიმი“ გიული ალასანიასთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Share.