„3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ და 712 ნახევარი ლარიდან უკვე გავზარდეთ 2000 ლარამდე საშუალო ხელფასი. 3500 ლარი გახდება 4 წლის თავზე. 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 4 წლის თავზე. დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, ახალი უნივერსიტეტები, ასაშენებელი გვაქვს ასობით ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი. ამ ყველაფერზე
უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას.
ამ სიკეთით ისარგებლებს რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეული მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში” – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
წყარო:pozitivi.ge