მეგობრის მოგონებიდან
თემური 1998 წელს გადმოსახლდა თბილისში. 1987-95 წლებში მოსკოვში სწავლობდა და იქ ცხოვრობდა. როცა სამშობლოში დაბრუნდა ძალიან იყო შეცვლილი და გაუცხოვებული ყველას მიმართ. ამრეზით გვიყურებდა მეგობრებსაც და ნათესავებსაც, გაგიკვირდებათ – მშობლებსაც კი.ჩამოსვლიდან 3-იოდე წელი თუ გასტანა მისმა სოფელში ცხოვრებამ. მოხუცი დედ-მამის მიტოვება და ქალაქში გადასვლა უნდოდა, ისინი კი უარს ეუბნებოდნენ. ჩვენც ვცდილობდით გადაგვერწმუნებიდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ამბობდა: ” აქ რა მომავალი უნდა მქონდესო”.
გაყიდა ბებია-ბაბუის სახლი კაპიკებში. ის ფული კი სულ რამდენიმე თვე ეყო და თავის მშობლებს აგზავნინებდა ფულს. ჯერ ამ საწყლებს რა ჰქონდათ თავისთვის, რომ ცალკე იმისთვისაც ეგზავნათ. ნუ მოკლედ თავიდან წელიწადში 2-3 ჯერ მაინც ჩამოდიოდა. შემდეგ კი საერთოდ აიყარა გული მათზეც. ისინიც
სულ უპატრონოდ დაიხოცნენ და მარტო გასვენების დღეებში თუ ჩამოდიოდა. აღარც ჩვენ გვკითხულობდა და თბილისში რომ ვხვდებოდით სულ რაღაცას იმიზეზებდა რომ არ ვენახეთ.
თემური წარმატებული კაცი გახდა. კარგი თანამდებობაც დაიკავა. ჩვენ ეს თავად კი არ გვითხრა, გეგონება გვწყინებოდა, არამედ ტელევიზორში გადმოსცეს…
აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩამოვიდა თავისი ახალი ჯიპით. ყველას გაგვიკვირდა რამე ხომ არ დაემართა თქო. უკან რაღაც დიდი მანქანა მოყვებოდა და სწრაფად აიქროლეს სასაფლაოსკენ. ვიფიქრეთ ვინმე ხომ არ დაეღუპა და მესაფლავეები წაიყვანა თქო. ჩვენთან, ურთიერთობა რომ არ ჰქონდა, ლაბთ მოერიდა და არ გვთხოვა მეთქი. ავედით ბიჭები სასაფლაოზე და რას ვხედავთ 2-2 მუშა ადგას თემურის გარდაცვლილთა საფლავებს და გამწარებულები თხრიან.
ამის დანახვაზე რაღა არ ვიფიქრე, მაგრამ გული კი წამიხდა. მივესალმეთ, გაკვირვებულები ხმას ვერ ვცემდით. ბოლოს ვკითხე: რა ჯანდაბას აკეთებ, სულ გადახვედი ჭკუიდან თქო?
შემომხედა და იგივე ამრეზით, მიპასუხა ეგ ჩემი საქმეა, თვენ არ გეხებათო!
– რას ქვია არ გვეხება, ჩვენ ვაჭმევდით და ვპატრონობდით ამ უბედურებს შენ რომ ფეხებზე გეკიდა თქო. ვერ მოვითმინე და ხელი გავარტყი. ცხვირიდან სისხლი წასკდა, მივაფურთხე და წამოვედი.
გზაში ვინანე, ეს როგორ გავაკეთე, იქნებ სინდისმა შეაწუხა თქო… ეგრე აგიხდათ ყველაფერი, რომ მაშინ არ შევმცდარვარ.
და რაში იყო საქმე. 98-ში თბილისში რომ გადაცხოვრდა, ყველას ეუბნებოდა, რომ 3 თაობა თბილისელი იყო. კარიერა ისე აიწყო, რომ თბილისელის სტატუს ეკიდებოდა. ყველაზე კარგ თბილისელ მეგობრებსაც კი ატყუებდა თურმე. ხოდა კარიერის მწვერვალზე რომ აბრძანდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: თქვენს მშობლიურ სოფელზე, ხომ ვერ გაიხსენებთ რამესო. ეს ამბავი ერთ-ერთმა მეგობარმაც გაიგო და შაყირი დაუწყიათ.
ამანაც, თავისი ბინა დაალომბარდა. ერთ-ერთ პრესტიჟულ სასაფლაოზე იყიდა მიწა. თავისი საწყალი მიცვალებულები მოთხარა სოფელში და თბილისში გადაასვენა. აღდგომა დღეს კი ყველა მეგობარი წაიყვანა სასაფლაოზე, ჩემს წინაპრებს მინდა შენდობა ვუთხრაო. ანუ, დამტკიცება უნდოდა იმის, რომ სოფლელი კი არა ქალაქელი იყო და სოფელთან უკვე სამი თაობის გაწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა…
ხოდა აი ასეთ, გათახსირებულებს რომ იწოვს თბილისი და თავკომბალად იქცა. ჩამოთრეული “გაქალაქებული” სულით გოიმი ტიპების ბუნაგი გახდა ჩვენი დედაქალაქი. იმდენად იმბეცილები არიან, რომ თბილისელობა ეამაყებათ, როცა ქართული კულტურის მესაძირკვლეები უბრალო ქალაქებიდან და სოფლებიდან იყვნენ. აი თემურასნაირი ბიდლოებისთვის კი, სოფლელობა “ტეხავს”.
ფოტო პირობითია
წყარო:geoambebi.com