საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის“ აკადემიის წევრი 8 წლის მოზარდი მოულოდნელად ცუდად გახდა და დაიღუპა. გარდაცვლილი შოთიკო ჭელიძეა.
როგორც ახლობლები ამბობენ, ბავშვმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ შეუძლოდ იყო. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.
სამწუხარო ინფორმაციას FC Kutaisi-ც გამოეხმაურა.
„შოთიკო, მაგარო ბიჭო, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები.
კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.