“პატარაძალს ანუკის დიზაინით შეკერეილი კაბა ეცვა..” – ნახეთ ეს ის წყვილია, ვისმა ჯვირსწერის სურათებმაც მთელი ინტერნეტი აფეთქა

0

თითქმის ერთი წელია, კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხმრავალ საქორწილო წვეულებები აიკრძალა. თუმცა სადღესასწაულო დღეები ისევ ძველებურად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. არავის უთქვამს უარი ბედნიერებასა და კარგ განწყობაზე. მართალია, საქორწინო სტუმრებით აღარ არის დარბაზები გადაჭედილი, მაგრამ ოჯახურ და სამეგობრო წრეებში ბევრი ლამაზი ოჯახის შექმნა აღინიშნა.კვირას კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნა. სოციალურ ქსელში წყვილის ჯვრისწერის ფოტოზე ყურადღება დიზაინერის, ანუკი არეშიძის გამოჩენამ მიიქცია. ამ

განსაკუთრებული წყვილიდან, რომლის ჯვრისწერის ცერემონია სადა და ძალიან დახვეწილი იყო, მეფე გახლდათ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის სტიქაროსანი, გიორგი თავბერიძე. დედოფალი კი ელენე (ელესი) პავლენიშვილი, რომელსაც მოდის წრეებში კარგად იცნობენ.
რაც შეეხება დედოფლის დახვეწილ რეტრო სტილს, ძველი დროის გამოძახილი იგრძნობა პატარძლების ჩაცმულობაზე. დედოფალს ანუკის დიზაინით შექმნილი რეტროს სტილის, ყვითელი ფერის კაბა ეცვა, რომელსაც თეთრი, გრძელი ვუალი ორიგინალურ ელფერს სძენდა.

წყარო:mtavarisiaxle.com

Share.