შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე განუცხადეს.
როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილი ბავშვი ანასტასია დუდაშვილია. შოვში რჩება გიო დუდაშვილი, რომელშიც თითქოს ყველას ტკივილი გაერთიანდა. მას სტიქიამ მთელი ოჯახი წაართვა (მეუღლე ნატო ჭელიძე, შვილები: ლუკა, ანდრია და ანასტასია) და
მხოლოდ შვილის თოჯინა დაუტოვა.
ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
წყარო:ambavi.club