პატარა ბავშვი ბავშვთა სახლიდან გამოიქცა და მშობლებს სახლში წაყვანას ცხარე ცრემლებით სთხოვდა – ნახეთ ემოციური ვიდეო საქართველოდან

0

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც საზოგადოებაში დიდ განხილვის საგნად იქცა. ვიდეოს დართული აქვს ტექსტი და ფოტები, რომლიდანაც ირკვევა, რომ მოზარდი ბიჭი თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა და დედას სახლში წაყვანას სთხოვს. ჩვენ გთავაზობთ ვიდეო მასალას, რომელიც მძიმე საყურებელია.
“დღეს დილით ბავში მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე თბილისი ცენტრალის ტეტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას, თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა თუ არ ვცდები. არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიყავდა სახლში პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა იქ უკეთ უვლიანო, აქ ხალხს ხედავს გასდის ესეთი საქციელიო, სახლში რომ მივიყვანო დამილეწავს ყველაფერსო, ძალიან მომეშალა ნერვი და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემ ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქავო. ღმერთო რატომ ჰყავთ ასეთ მშობლებს შვილებიიიი, რამდენს შვილი უნდა და ნატრობს. ყურებიდან არ ამომდის ამ ბავშვის განწირულ ხმა დედიკო, მამიკო წამიყვანეთ სახლში იქ ნუ დამაბრუნებთ” – ასე იხსენებს აღნიშნულ ბავშვთან შეხვედრას ინტერნეტ მომხმარებელი.

Share.