გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, დუმილს არღვევს. “ტვ პირველთან” საუბრისას ანი გაბეჩავა ამბობს, რომ მეგობრებმა მომხდართან დაკავშირებით “ალბათ გულგრილობა გამოიჩინეს”.
როგორც გოგონა ამბობს, არ აპირებს, რომ ვინმეს ხელი დააფაროს.
“არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე -112-ში რომ დამერეკა ან ეგეთი… გულგრულობაც იყო ჩვენი მხრიდან ალბათ მსგავსი რაღაც” – ამბობს გაბეჩავა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლკუზიურ ინტერვიუში.
ის იხსენებს, რომ მომხდარი დაპირისპირებისას “გიორგი აშველებდა მათ და საბურთალოელების მხარეს იდგა”
“მე მადანაშაულებენ ყველაფერში, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო… ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ მყოფ რომელიმეს მსგავსი რამე გაეკეთებინა. არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარე და არ დავიცავ ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში” – ამბობს გაბეჩავა.