სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. On.ge-ს ინფორმაციით,
არხიდან წასულთა შორის არც ერთი არ არის ახალი ამბებისა და პოლიტიკის ჟურნალისტი.
სავარაუდოდ, მათ შორის, ვინც დატოვა იმედი, ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილიც არიან.
ისინი წლების განმავლობაში უძღვებოდნენ არხის გასართობ გადაცემას პრაიმშოუ.
ვინ წავიდა: ჩვენი ინფორმაციით, იმედი დატოვეს იმედის დილისა და პრაიმშოუს წამყვანებმა.
ჩვენი ინფორმაციით, ტელევიზიიდან წავიდნენ დილის გადაცემის წამყვანები — ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი.