“რაკი მაინც უმადურები ხართ, უკეთეს რჩევას არც იმსახურებთ!” – ნახეთ რას ურჩევს ბონდო მძინარაშვილი უკრაინის ხელისუფლებას

0

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი უკრაინის ხელისუფელას რჩევას აძლევს.
„რჩევა უკრაინის ხელისუფლებას:
მეორე ფრონტის გახსნა თუ გინდათ, გადაკეტეთ გაზსადენი უკრაინის ტერიტორიაზე! ანდა ააფეთქეთ!
აი, მაშინ აუცილებლად გაიხსნება მეორე ფრონტი!
მესამე მსოფლიო ომის ცხელი ფაზა კი მაინც არ დაიწყება!
იცით, რატომ?
იმიტომ, რომ ევროპა მეორე ფრონტს რუსეთს კი არა, თქვენ გაგიხსნით და იქვე ჩაგაქვესკნელებთ!

და ზუსტად ერთ დღეში დამთავრდება საომარი მოქმედებები უკრაინაში!
დიახ, ასეთია დიდი პოლიტიკა: ევროპას არ უნდა შესცივდეს!
ჰოდა, თუკი ევროპას არ უნდა შესცივდეს, საქართველოს რატომ უნდა დასცხეს?!
რაკი საქართველოს თანადგომის მასშტაბს ვერ აცნობიერებთ, რაკი მაინც უმადურები ხართ, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა (ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით), უკეთეს რჩევას არც იმსახურებთ!
აბა, ჰე და, აბა, ჰო!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

Share.