“რამდენიმე წლის წინ სახლიდან წამოვედი… ქმარმა მომაძახა ჩემს გარეშე შიმშილით მოკვდებიო. ცოტა ხნის შემდეგ კი მანქანით მივედი მაგის სახლთან და…”

0

“საკმაოდ რთული ცხოვრება მქონდა. სრულიად ახალგაზრდა, ბავშვი ვიყავი როდესაც ძალით გამათხოვეს. ჩემმა მეზობელმა ბიჭმა მომიტაცა როდესაც 16 წლის ვიყავი. დარჩენა მომიწია, რადგან ჩემს ოჯახს ასე სურდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მზრუნველი ქმარი აღმოჩნდა, გავიდა წლები, 3 შვილი გვეყოლა, 2 ბიჭი და ერთი გოგონა. დრო შეიცვალა და გაგვიჭირდა.

ოჯახისთვის აღარ გვყოფნიდა ჩვენი თანხები. ჩემმა მეუღლემაც სმა დაიწყო და ურთიერთობა დღითიდღე გვერეოდა. დავიწყე ფიქრი საზღვარგარეთ წასვლაზე. ერთ დღეს, როდესაც მე და ჩემი დაქალი ვჭორაობდით გაკვრით ახსენა იტალიასა და მის დაქალზე.

უფრო და უფრო მეტად ჩამიჯდა გონებაში საზღვარგარეთ წავლა და დავიწყე გარკვევა, თუ როგორ შეიძლებოდა წავსულიყავი. ზღვა ინფორმაციას წავაწყდი ინტერნეტში. გავესაუბრე რამდენიმე ადამიანს, დავუკავშირდი რამდენიმე კომპანიას და ყველა კითხვაზე მივიღე პასუხები რაც მაინტერესებდა.

ერთ დღესაც ჩემს ქმარს ვუთხარი ამის შესახებ. ძალიან გაბრაზდა. არ უნდოდა წავსულიყავი – დაეტიე სახლშიო, შენ რისი გამკეთებელი ხარო – ასეთი რამ მითხრა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩავალაგე ჩემი ბარგი და როდესაც გათენდა ტაქსი გამოვიძახე. დავემშვიდობე ჩემს პატარებს, ძალიან მიჭირდა მათი დატოვება, მაგრამ ასე იყო საჭირო, მათივე მომავლისთვის. ის იყო ბარგი ჩამადებინეს მეზობლებმა ტაქსიში, რომ ჩემმა ქმარმა მომაძახა – ჩემს გარეშე შიმშილით მოკვდები, ვნახავ როგორ გაძლებ, სულ მალე მოხოხდები ჩემთანო – მე ყური არ დავუგდე და გავეშურე აეროპორტისკენ.

ჩავფრინდი იტალიაში. ჩემი დაქალის მეგობარმა რამდენიმე დღით თავშესაფარი მომცა. დავიწყე სამუშაოს ძიება. ხშირად დავძვრებოდი ინტერნეტში იმ იმედით რომ რამე გამოჩნდებოდა. მოკლედ ვიშოვე სამსახური მომვლელად. ძალიან კარგი ოჯახი შემხვდა. ძალიან თბილი და მეგობრული გარემო იყო. ასე ვმუშაობდი და ვაგროვებდი თანხას. ნაწილს ჩემს ქმარს ვუგზავნიდი რომ ბავშვებისთვის მიეხედა. ასე გავიდა 3 წელიწადი. საკრისი თანხა მოვაგროვე რომ თბილისში სახლი მეყიდა და გარკვეული მცირეოდენი თანხაც დამრჩენოდა.

დავბრუნდი საქართველოში. ჩემი შვილები უკვე დაზრდილიყვნენ, მაშინვე ჩემთან მოცვივდნენ ჩემი გვრიტები, ძალიან მომენატრენენ, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველდღე ვესაუბრებოდი იტალიიდან. ვიყიდე ორ ოთახიანი მყუდრო ბინა და მაშინვე დავიწყე ფიქრი დარჩენილი თანხით რა გამეკეთებინა. გადავწყვიტე ბიზნესის დაწყება. ბავშვობიდანვე მინდოდა სწრაფი კვების ობიექტების ქსელი მქონოდა.

პირველ ეტაპზე ვიქირავე პატარა ფართი, იქვე ჩემი სახლისგან ოდნავ მოშორებით. გავალამაზე, მოვაწყვე, ვიყიდე მეორადი საცხობი დანადგარები, ბიუჯეტი ძალიან შემიმცირდა. საშუალება არ მქონდა მცხობელი ან გამყიდველი ამეყვანა. ამიტომ ჩემს დაქალს და დეიდაშვილს ვუთხარი, საბედნიეროდ დამთანხმდა ორივე. ასე შევავსე პერსონალი, სამივე თავდაუზოგავად ვმუშაობდით.

პარალელურად ჩემს სოფელში ხეხილის ბაღი გავაშენე 2 ჰექტარზე. გავიდა კიდევ 2 წელი. საქმე ძალიან კარგად წავიდა. უკვე 6 საცხობი მქონდა გახსნილი სხვადასხვა ადგილას. ერთ დღესაც მანქანით ჩემი ყოფილი ქმრის სახლის წინ გავიარე, როგორც ყოველთვის გარეთ იჯდა და მეზობლებთან ერთად ნარდს თამაშობდა. გვერდით ჩავუარე და პირდაპირ ცხვირწინ გავუჩერე. ყბადაღებული მიყურებდა, სიტყვები ყელში გაეჩხირა, მე კი დამცინავად ვუყურებდი თვალებში. შემდეგ დავძარი მანქანა და სამსახურში წავედი.

წყარო: genews.ge

Share.