”რამდენიმე წლის წინ 1 წლამდე შვილიც დაეღუპა, ახლა კი ამხელა ტრაგედია მოხდა…” – ნახეთ გლდანში მომხდარი ტრაგედიის უცნობი დეტალები

0

გლ­დან­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილები არი­ან 32 ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი – 6 წლის მა­რი­ამი, 5 წლის და­რე­ჯანი და 12 წლის და­ვითი.
გავრცელებული ინფორმაციით ოჯახი გლდანში ქირით ცხოვრობდა.
როგორც მეზობლები ყვებიან, ირაკლი ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. ის მშენებლობაზე მუშაობდა.

”ირაკლი სულ შრომაში იყო და ზრდიდა შვილებს. რამდენიმე წლის წინ, 1 წლამდე ასაკის შვილი გარდაეცვალა. ახლა ამხელა ტრაგედია მოხდა” – ამბობს მეზობელი.

”შოკირებული ვარ ისე მატკინეს გული, რუსკა ძალიან საყვარელი გოგო იყო, ბევრი ტანჯვა აქვს გამოვლილი.” – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.
წყარო: tbilisitv.club

Share.