კესარია აბრამიძის მეგობრები ბრალდებულ, ბექა ჯაიანთან მისი ურთიერთობის შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრობენ.
როგორც ნათია თოფჩიძე მედიასთან საუბრობს, ჯაიანს კესარია მანიაკალური სიყვარულით ჰყავდა ამოჩემებული.
„იცით როგორ ჰყავდა ამოჩემებული, მანიაკალური სიყვარულით. კესოსაც სჯეროდა რომ მის გარდა ვერავინ
შეიყვარებდა. ყოველ წუთას უმტკიცებდა რომ უყვარდა და შერიგებას სთხოვდა. მირჩევნია მოგკლა და მკვდარი გნახოო. კესარიას და ჯაიანის ოჯახმა მათი ურთიერთობის შესახებ იცოდა. ამის გასაჯაროება სიახლე არავისთვის იქნებოდა. სულ იძახოდა, ჩემი ცოლი, ჩემი ცოლი. ათამაშებდა ამ ოჯახობანას. მეზობლები სცნობდნენ და ყველგან დადიოდნენ.
ეს ბიჭი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა. შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო. მეზობლებს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო. ის რომ ჯაიანის მშობლებმა არ იცოდნენ ეს ამბავი, ტყუილია. კესომ მითხრა, რომ ერთხელ სახლშიც მიიყვანა“, – ამბობს კესარიას მეგობარი