რას ამბობს ქალი, რომელმაც ბათუმის ლიფტში უკრაინის დროშა ჩამოხია – ნახეთ პირველი კომენტარი (ვიდეო)

0

ქალი, რომელმაც ბათუმში უკრაინის დროშა ლიფტიდან ჩამოხია, პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება. მანამდე მან ერთ-ერთ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ცუდი განზრახვა არ ჰქონია.
„მიზანი და განზრახვა ცუდი არ მქონია. მე რომ ჩამოვხსენი, იმ „ტიპს“ ვუთხარი, რომ ამ ხალხს გულში არანაირი გრძნობა არ აქვს, პირიქით. აკრავენ გარეგნულად და ვითომ გამოხატავენ სოლიდარობას. ეს გულში უნდა იყოს და არა იერსახით.

დროშის ჩამოხევა არ იყო სწორი, არ ვამბობ რომ მართალი საქციელი იყო, მაგრამ მიზანი სულ სხვა მქონდა. ამ ხალხს ხომ ვერ გააგებინებ. ქალს, ვინც ეგ გამიკეთა, ჯერ დაერეკა ჩემთვის და ეკითხა, თუნდაც ეჩივლა პოლიციაში, ვიტყოდი ჩემს განზრახვას“, – ამბობს მარიამ ელიოზაშვილი.

ვიდეო:

Share.