მარიამ ტატანაშვილს, რომელიც ავარიის შემდეგ მძიმედ დაშავდა სრულიად უსასყიდლოდ პლასტიკურ ოპერაციებს გაუკეთებენ.
სასიხარულო ამბავი ნოე სულაბერიძემ მარიამ გადაცემაში სტუმრობისას ამცნო.
პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ გუნდი – სრულიად უსასყიდლოდ გაუკეთებენ მარიამს სხვადასხვა სახის ოპერაციას.
„ჩვენ მივედით იმ თემაზე, რის გამოც ამ გადაცემის გაკეთება მომინდა და ამ მომენტში მე შენთვის მაქვს პატარა სიურპრიზი ჩვენთან შემოვა სტუდიაში. ციცინო შურღაია ჩვენი წინა გადაცემის სტუმარი“. – აღნიშნა ნოემ.
სტუდიაში შესულმა ციცინო შურღაიამ კი განმარტა, როდის შეეძლებათ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი.
„რაც ჩვენ შეგვეძლება, ყველაფერში დაგეხმარებით უფასოდ. როდესაც თქვენს პრობლემებს გამოვიკვლევთ, შეგვეძლება გითრათ, რას შეიძლება ველოდოთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება გექნებათ და შეიძლება ისეთი გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“. – აღნიშნა ციცინო შურღაიამ.