“რაჭაში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა,შვილო ლუკა..” – ნახეთ 14 წლის მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა

0

სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში წერენ, 14 წლის ლუკა კბილაძე ტრაგიკულად დაიღუპა.
მთელი რაჭის ტკივილი, ამ შემთხვევას ჰქვია უბედურება, ტრაგედია, თავზარდაცემა… მეზიზღება სამყარო…
მძულს სიცოცხლე…
ვსაყვედურობ მამაზეციერს, რატომ?…

შვილო, ანგელოზო, შენი უნდა ყოფილიყო ეს ცხოვრება, მზის და მთვარის ამოსვლა, მოწმენდილი ცა…

შენ უნდა გეხარა და გემრავლა, შენ უნდა ყოფილიყო წარმატებული და რაჭის სიამაყე… მშვიდობით, ჩემო პატარა უცნობო ბიჭუნა… მხნეობაც როგორ უნდა ვუსურვო შენს დედას, მამას … უბრალოდ, იარსებონ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სულის ცხონებას სჭირდებიან.

ჩემი და ჩემი ჯგუფის წევრების გულწრფელი სამძიმარი ოჯახს და ცრემლი შენს უმანკო სულს.
14 წლის კუდოისტის, ლუკა კბილაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო; ლუკა წლების განმავლობაში ამბროლაურში არსებულ კუდოს კლუბ ”ავაზას“ წევრი იყო .
ვუთნაგრძნობთ დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კუდოისტებს.” – წერია განცხადებაში.
წყარო:daqali.club

Share.