გიგა ცხელიშვილი, რომელსაც მეუღლე, შორენა ონიანი ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ, 15 ნოემბერს გარდაეცვალა, ახალშობილი ტყუპების ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. ამჯერად იგი ახალ კადრებს აქვეყნებს და წერს: „როგორი რთული გასააზრებელია, შორენა აღარ გვყავს და ვართ უიმედოდ გაბოროტებული, ის ვერასოდეს მოეფერება თავის შვილებს. ცხოვრობ და შენ თავს რა ხდება, ჯერ ვერც კი იჯერებ, რომ
ეს მართლა ხდება. სხვა თვალით ყოველთვის ადვილი დასანახია, თუ რა სიმწარეა, მოგიკლან 10 თვის მოყვანილი მეუღლე და
დაგრჩეს ორი ჩვილი ამ დიდ ტკივილთან ერთად“, – წერს გიგა ცხელიშვილი.