“რა შემთხვევაში შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს?” – ნახეთ რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი

0

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, პრეზიდენეტი, სალომე ზურაბიშვილი, კითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია შერიგება, მაშინ, როცა ერთი მხარის ლიდერი ციხეშია და ხომ არ ფიქრობს იმ ცნობილი გადაწვეტილების “არა და არასოდეს” შეცვლას, ასე პასუხობს:
“სიტყვას ვასრულებ და არავინ არის, ვისაც შეუძლია თქვას რომ სიტყვა არ შემისრულებია. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე (გულისხმობს რურუას, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებას) დაყრდნობით, დაინახა საზოგადოებამ, როცა შეიძლებოდა დეპოლარიზაციის მიმართულებით ოდნავ ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. გარდა ჩემი პოლიტიკური ხედვებისა, იცით ჩემი პოლიტიკური წარსული, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი და არა დეპოლარაზაციის.

ვინმე თუ ამაში გადამარწმუნებს, მაგრამ არა მგონია…

სააკაშვილის დაბრუნებაც იქნა ზეპოლარიზაციის საგანი.

პრობლემა ეს არის, რადგან ამ მდგომარეობაში ვართ და ამ ჩიხიდან ვერ გამოვდივართ, ამიტომ უნდა გავიდეთ საზოგადოების გზით, რომელსაც აქვს სხვა ტიპის ძალა. თუ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების.

მეც მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა, ხომ შეიძლება? რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენ არხებზე მაინც და ვნახოთ რამდენად შვებას მოუტანს ეს საზოგადოებას. ყველასთვისააა ეს თხოვნა, ასევე საზოგადოებასთან, სოციალური ქსელი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიან, არასახარბიელო სივრცეა ასევე და ყველასთან არის ეს თხოვნა.”

Share.