„როგორ ლაპარაკობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და რანაირად იქცევა, თავის მომჭრელად…“ – ალეკო ელისაშვილის განცხადება

0

თავისმომჭრელ რაღაცებს ლაპარაკობს ღარიბაშვილი, როცა შეუძლია, რომ არ თქვას, ვინმე გექაჩება ენაზე და გეუბნება დაასანქცირე რუსეთიო?, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
მისივე თქმით, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის რუსეთისთვის „კუდის ქიცინი“ და ამ „კუდის ქიცინს“ უნდა მოვეშვათ.

„ჩვენმა მთავრობამაც გამოყოს ამ ჩირგვებიდან თავი, ჩვენც ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ მოვითხოვთ, ჩვენ არ დავავიწყდეთ არავის, ჩვენ სისხლზე და ჩვენ ნგრევაზეც გადაიარა ყველაფერმა ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ შარში გავეხვიეთ. მიუხედავად იმისა როგორ ლაპარაკობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და რანაირად იქცევა, თავის მომჭრელად, ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირშიც დაჩქარებულად მიგვიღონ და არ დავავიწყდეთ არავის.

სალომე ზურაბიშვილზე ბოლო დროს ისეთი შეცვლილია, მაქვს აზრი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერთადერთი პოლიტიკოსია მგონი, ამ ქვეყანაში. სახელმწიფოებრივად უყურებს და ძალიან სწორია, რომ წასულია საფრანგეთში და მაკრონს ხვდება და არ ლაპარაკობს სულ მცირე ისეთ სამარცხვინო რაღაცებს, რასაც ლაპარაკობს ღარიბაშვილი, თავის მომჭრელ რაღაცებს, როცა შეუძლია, რომ არ თქვას, მაინც იძახის ისეთ სისულელეებს, ვინმე გექაჩება ენაზე და გეუბნება დაასანქცირე რუსეთიო?

ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების საკითხი უნდა დავსვათ ძალიან კატეგორიულად, რაღაც ბოდიალს მოეშვას ღარიბაშვილი და ცოტა სახელმწიფოებრივად იაზროვნოს. არის სიფრთხილე და არის ასეთი თავის მომჭრელი საქციელი. სიფრთხილის მესმის, ლომის ხახაში შეყოფილი გვაქვს თავი, ორი უშველებელი ბაზაა სამაჩაბლოში და აფხაზეთში, მაგრამ ასეთი სისულელეები უნდა ილაპარაკო და აკეთო? ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის რუსეთისთვის კუდის ქიცინი და ამ კუდის ქიცინს უნდა მოვეშვათ.

ორი რუსეთი არა ისა კიდე, შაშკვლავი, ბოროტი ხალხი ცხოვრობს, 80% მხარს უჭერს უკრაინის დაბომბვას და ომს. ეს არის ბოროტი ხალხი და სახელმწიფო. ერთადერთი ენა ესმის ჩამოგდებული თვითმფრინავები, დამწვარი ტანკები, დახოცილი ოფიცრები და ჯარისკაცები, აი, ეს ენა ესმით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Share.