როგორ მიიღო ნინი ქარსელაძის დაოჯახება ზურა ხაჩიძემ – ნახეთ რას ჰყვება მომღერალი

0

ზურა ხაჩიძემ თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ნინი ქარსელაძის დაოჯახება:
„რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბრეთ. მეც და ხათუნამაც თავიდანვე გავიზიარეთ მისი გადაწყვეტილება, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ბედნიერია.

მისი მეუღლე კარგი და წესიერი ადამიანია. გაცნობისთანავე დადებითად განვეწყვე მის მიმართ და ახლა კარგი მეგობრები ვართ. ვფიქრობ, მთავარი ნინის ბედნიერებაა და კმაყოფილი ვარ, რომ სწორედ თაზო აღმოჩნდა ის მამაკაცი, ვისაც საკუთარი ბედი დაუკავშირა…- განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

Share.