“როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახაალე ტყვია შუბლში…” – ნახეთ რას წერენ ამერიკაში ქართველების მიერ მოკლული ალექ­სან­დრე მო­დე­ბა­ძის ახლობლები

0

ლოს-ანჟელესში, 47 წლის ალექ­სან­დრე მო­დე­ბა­ძე მოკლეს.
მკვლელობაში 3 ქართველი არის (38 წლის პა­ა­ტა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, 46 წლის ზაზა ოთა­რაშ­ვი­ლი და 52 წლის ბე­სიკ ხუ­ციშ­ვი­ლი) ეჭვმიტანილი.
პოლიციამ 26 აპ­რილს ვუდ­ლენდ ჰილზ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სამივე მათგანი დააკავა და თი­თო­ე­ულ მათ­განს 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გი­რაო შე­ე­ფარ­და.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ალექ­სან­დრე მო­დე­ბა­ძის სახლში შეიჭრნენ, მსხვერ­პლი სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს, შემ­დეგ გა­ძარ­ცვეს და გა­იქ­ცნენ.

“ძალიან ბევრი შემიძლია შენზე ვილაპარაკო, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ერთ წუთში გაირბინა ეს ამბავი, რომ გავიგე. ძალიან გვიყვარხარ და ყოველთვის გვემახსოვრები იქ შენი მაგარი მშობლები და ბიჭები გელოდებიან. მადლობა ყველაფრისთვის…

ჩუნჩო, სალვადორის ციხიდან სამივეს ტრუპი მალე გაგვეგოს…

R.I.P. “ჩუნჩო”… როგორ მტკივა გული, როგორ არ დაახაალე ტყვია შუბლში, როგორ ენდე? როგორ? რატომ?

როგორ მეტკინე გულში ალეკო. როგორ შეიძლებოდა ვინმეს გაემეტებინე შენ.. .ყველას ტკივილი გტკიოდა და გულთან მიგქონდა. ყველას გვერდში ედექი და ხელგაშლილი ეხმარებოდი ქართველებს, მაგრამ ისევ მოძმემ გაგიმეტა… ეს როგორ შეიძლებოდა.. ალეკო, მე სანამ ცოცხალი ვიქნები, არასოდეს დამავიწყდება შენი ადამიანობა, შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში… როგორ მიხაროდა, ასეთი რეალური და ზღვა სიკეთით სავსე ადამიანი რომ გაგიცანი. შენ ნამდვილი კაცური კაცი იყავი და ასეთი კაცური სახელით იცოცხლებ ყველას გულში – წერენ მოკლულის ახლობლები სოციალურ ქსელში.

Share.