“როგორ ცხოვრობენ დები რომლებმაც მოძალადე მამა მოკლეს..” – ნახეთ ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

0

ამ ამბავმა 6 წლის წინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 2018 წლის 27 ივლისს მოსკოვის ჩრდილოეთით 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი მკვდარი იპოვეს, მრავლობითი ჭრილობებით, რომლებიც ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.მეორე დღეს დანაშაულის სამი ეჭვმიტანილი დააკავეს – მისი ქალიშვილები, კრისტინა, ანგელინა და მარია, რომლებიც მაშინ 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ. ძიების პროცესში მათ აღიარეს, რომ მამა მოკლეს და დასძინეს, რომ მისი მხრიდან სისტემატურად იყვნენ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი…

როგორც გაირკვა, გოგონები კაცს მონებივით ჰყავდა, პატარა ზარის მეშვეობით იხმობდა თავისთან, გამუდმებით შეურაცხყოფდა და ძალადობდა მათზე…

სასამართლო პროცესები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ამჯერად ისინი დაკითხვებზე გარდაცვლილი მამის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოც დადიან. მიხეილ ხაჩატურიანს სიკვდილის შემდეგ წაუყენეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში, პორნოგრაფიული მასალის მომზადებასა და ქალიშვილების ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში.

სასამართლო პროცესები დახურულია და დეტალები არ ცხადდება.

მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უარი თქვა საბრალდებო დასკვნაზე დები ხაჩატურიანების საქმეზე და კვლავ ძიებაში დააბრუნა, რათა დაზუსტდეს დების თავდასხმის მოტივები.

პროკურატურამ აღიარა, რომ დები სასტიკი მოპყრობის ქვეშ იყვნენ და მძიმე სიტუაციაში იმყოფებოდნენ.

ამჟამად, როგორც გოგონების დედა ამბობს, ისინი უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებაზე ოცნებობენ, თუმცა ჯერ ვერ აბარებენ, რადგან არ იციან, რით დასრულდება მათი საქმე.

სამივე და მუშაობს, თუმცა ერთად ცხოვრების და ერთმანეთის ნახვის უფლება არ აქვთ, რასაც ძალიან განიცდიან. დედა ამბობს, რომ უფროს დებს შეყვარებულებიც ჰყავთ, თუმცა ჯერ გათხოვებას არ აპირებენ ზემოხსენებული მიზეზის გამო.

წყარო : elnews.ge

Share.