როდემდე გაგრძელდება თოვლიანი და ცივი დღეები? – ნახეთ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

0

მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისშიც ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, გამოდარებებით.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Share.