გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გიორგის კიდევ ერთხელ იხსენებს. მისი თქმით, ისინი მეგობრობდნენ და ბევრ რამეზე საუბრობდნენ ერთად.
„როგორც კი გარკვეულ ასაკს მიუახლოვდა, სრულიად ბუნებრივად ჩვენს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, ძალიან ვუყვარდი და მიყვარდა. დავმეგობრდით და ხშირად მსტუმრობდა. მას ძალიან ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა ჰქონდა, არ იყო ბავშვური. განსაკუთრებით ხიბლავდა გამოძიების ნიუანსები.
ამასწინათ ლამის მოვკვდი, ოჯახში მივიდნენ მეგობრები და ერთ-ერთმა მეგობარმა გვაჩვენა მიწერილი შეტყობინება, სადაც გიორგი მას წერდა, რომ მირიანის იმედი მაქვსო, ღმერთმა ნუ დამაჭირვოს, მაგრამ ისეთი პროფესია აქვს, რომ ყოველთვის მისი იმედი მაქვსო.
ეს რომ წავიკითხე, გავნადგურდი, გუშინ ვიწექი და ვეღარც ვლაპარაკობდი, რაში გამოვადექი ბავშვს? მომკლა იმან, რომ ბავშვს ეიმედები, გვერდში უდგახარ და ამ დროს ვიღაცა მხეცები სიცოცხლეს უსპობენ და შენ ამ დროს ხვდები, რომ უსუსური გამოდექი“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ მირიან ნიკოლაძემ.
წყარო: პრაიმტაიმი