ხვალიდან განსხვავებული ამინდებია მოსალოდნელი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში.
მეტეოროლოგის, დოდო გვაზავას თქმით, უახლოესი ამინდის პროგნოზი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში განსხვავებულია.
მისი თქმით, 9 მაისიდან ტემპერატურის მატება მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთში 13 მაისიდან გამოიდარებს.
„დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია, 12 მაისის ჩათვლით არის მოსალოდნელი,
უფრო მეტად დღის მეორე ნახევარში, ხან მოკლე ხასიათის წვიმები. ტემპერატურის დიდი რაოდენობით მომატება მოსალოდნელი არ არის, დაბლობში შესაძლებელია მაქსიმუმ 16-18 გრადუსამდე დათბეს, მთიან რაიონებში 11-16 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთაში 5-10-მდე, ძალიან მაღალ მთებში, ღამის საათებში, შესაძლებელია თოვლჭყაპი. 13 მაისიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით, 13 -დან 15 მაისის ჩათვლით შესაძლებელია 20-25 გრადუსამდე გაიზარდოს ტემპერატურა.
აღმოსავლეთ საქართველოში დღის პირველ ნახევარში ველოდებით წვიმების ჩამთავრებას, დღის მეორე ნახევრიდან უმჯობესდება ამინდი. 9 მაისიდან 14 მაისამდე შუადღის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა, 9 მაისიდან 12 მაისამდე დაახლოებით 16-დან 20 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, 13-დან 15 მაისამდე 20-25 გრადუსამდე დათბება, შესაძლებელია უფრო მაღალი ტემპერატურაც დაფიქსირდეს, თუმცა ამ დღეებში არსებობს შესაძლებლობა, რომ მაღალმთიან ზონებში ზოგან თოვლჭყაპიც იყოს.
დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან თანდათანობით გამოიდარებს, შეწყდება ნალექი, ქარი გაძლიერდება, 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, თუმცა არის შესაძლებლობა შუადღისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, თუმცა ტემპერატურა მოიმატებს. ხვალიდან 18 გრადუსიდან – 21 გრადუსამდე მოიმატებს 12 მაისის ჩათვლით, ხოლო 13-15 მაისს შესაძლოა 25 გრადუსამდეც კი დათბეს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან„ საუბრის დროს.
წყარო:dainteresdi.club