“რომელი ქალია ყველაზე უფროსი ასაკით..” – ნახეთ ჯერ დააკომენტარეთ და შემდეგ ნახეთ

0

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ის თუ როგორ აღიქვამთ და განსჯით სხვა ადამიანებს, თქვენს პიროვნებაზე მეტყველებს. კვლევების თანახმად, ნეგატიური შეფასებებისკენ მიდრეკილი ადამიანი მუდმივად გაღიზიანებულია და თავდაჯერების გრძნობა აკლია. ასე რომ, სამყაროსა და გარშემო მყოფი ადამიანების აღქმა თქვენი პიროვნების ანარეკლია.
ყველაფერი ძალიან მარტივია – სურათზე უნდა აირჩიოთ ქალი, რომელიც, თქვენი აზრით, ასაკით ყველაზე უფროსია.
მზად ხართ?

N1 ქალი

თუ პირველი ქალი აირჩიეთ, ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხართ. მზად ხართ. რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროთ. გარშემო მყოფები პატივს გცემენ და თქვენი დახმარების იმედი აქვთ. მკაფიო წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის სწორი და რა არა. თავს სამართლიან ადამიანად მიიჩნევთ, რომელიც მზადაა სხვა ადამიანის დასახმარებლად სახიფათო სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეს.

თანასწორობისა და სამართლიანობის გჯერათ. ბუნებით ლიდერი ხართ და ადამიანებს მტკიცე ხასიათით იზიდავთ. თქვენს ცხოვრებას რაციონალურობა მართავს. მაღალი თვითშეფასება გაქვთ და სრულიად ახალ გარემოებებს ადვილად ერგებით.

N2 ქალი

ძლიერი ნებისყოფით დაჯილდოებული ოპტიმისტი ხართ. პრობლემებს თქვენი მორევის საშუალებას არ აძლევთ და ყველაფერს აკეთებთ მათ დასაძლევად.

თქვენ გულწრფელი, ოპტიმისტი, ერთგული, თავდადებული, ძლიერი და მამაცი ადამიანი ხართ. სირთულეების არ გეშინიათ და დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. ადამიანებს თქვენი სიძლიერე და გამბედაობა აღაფრთოვანებთ. მათ იციან, რომ შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ.

თქვენი პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ საკუთარი სისუსტეების გამოვლენის გეშინიათ, რაც ურთიერთობებში ხელს გიშლით.

N3 ქალი

ძლიერი ადამიანი ხართ, გამუდმებით სხვებზე დომინირებას ცდილობთ. თქვენ დაბადებიდან ლიდერი ხართ და ადამიანებს საკუთარი ენერგიით და ქარიზმით ხიბლავთ.

თავდაჯერებული ადამიანი ხართ, რომელმაც კარგად იცის რა სურს და სამყაროს შეცვლის ამბიცია გააჩნია.
გარშემო მყოფები რჩევისა და დახმარებისთვის ხშირად მოგმართავენ. ცდილობთ საკუთარი ემოციები დამალოთ, მაგრამ ყოველთვის იცით, სხვები რას გრძნობენ.

მკაცრი და ხისტი ადამიანის ნიღბის მიღმა თქვენში თბილი და მგრძნობიარე ადამიანი იმალება.

N4 ქალი

თქვენთვის ოჯახი და მეგობრები ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩუმი, ძალიან ემოციური, მაგრამ „ჩაკეტილი“ ადამიანი ხართ, რომელიც ხალხმრავალ ადგილებს გაურბის. ადამიანებთან ურთიერთობას საკუთარ სამყაროში განმარტოება გირჩევნიათ, სადაც თავს ყველაზე დაცულად გრძნობთ.

კეთილი ადამიანი ხართ. მეგობრები და ახლობელი ადამიანები გიყვართ და მათგანაც საპასუხო სიყვარულს ელით. გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტად ინსტინქტებს ენდობით და არა ლოგიკას.

ზოგჯერ გეშინიათ, რომ საყვარელი ადამიანები მიგატოვებენ და ეს თქვენი თითქმის ერთადერთი შიშია. მეგობრული ადამიანი ხართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ ემოციებზე ყველასთან საუბრობთ – სხვა ადამიანებისთვის დიდი გამოცანა ხართ.
წყარო:elnews.ge

Share.