მსახიობმა მედეა ლორთქიფანიძემ ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არსებობისთვის პენსია საკმარისი არ არის და ფინანსურად შვილი ეხმარება:
„პენსია არც წამლისთვის მყოფნის, არც გადასახადებისთვის და არც არაფრისთვის. ჩემი შვილი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. რომ გაიძახიან, აფთიაქებში წამლები გაიაფდაო, რა გაიაფდა, არც წნევის წამლები გაიაფებულა და არც გულის წვეთები! გაზი ნახევარზე მაქვს ჩართული, რადგან 80 ლარამდე ადის გადასახადი.
ბახტრიონზე რომ ვცხოვრობდი, ის სახლი გავყიდე და შვილთან ახლოს, შედარებით პატარა ბინაში გადმოვედი. გამიჭირდა, ვალები დამედო. სამი ოთახი მქონდა, გადასარევად ვცხოვრობდი. ახლა კი შვილიშვილებისთვის კანფეტი ვერ მიყიდია ჩემი პენსიით…“ – ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.