რუსეთმა უკრაინაში პირველად, ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენება დაიწყო – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა შეუძლია “კინჟალს”

0

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს ზებგერითი რაკეტა „კინჟალი“გამოიყენეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
ოკუპანტებმა ამ ტიპის რაკეტით იერიში ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზე მიიტანეს.

ჰიპერბგერითი რაკეტა 12 000-დან 14 000-მდე კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს. რაკეტა 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ვლადიმერ პუტინმა პირადად უზრუნველყო, რომ ეს ბალისტიკური რაკეტა შექმნილიყო და გამოყენებული ყოფილიყო უშუალოდ სამხედრო მოქმედებების დროს. 8 მეტრის სიგრძისა და 1 მეტრი სიგანის რაკეტა, იმით გამოირჩევა რომ მას შეუძლია დაფაროს 1500-დან 2500 კილომეტრამდე მანძილი. მას აქვს ბირთვული ძალაც.
წყარო: daqali.club

Share.