ავტოსაგზაო შემთხვევა მოდა თბილისში, შარტავას ქუჩაზე. სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა ბავშვს, რომელიც ტროტუარზე იდგა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი 8 წლისაა.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში განგვიმარტეს, ამ წუთებში მოზარდს ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა – აქვს სისტემური დაზიანებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო:ambavi.club