“საზარელ მკვლელობაზე, რომელმაც ქვეყანა შეძრა, განაჩენი გამოცხადდა..” – რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ცოლი მოკლა?

0

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ იო­ა­ნე კა­ზა­ი­ანს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა გა­სუ­ლი წლის 26 სექ­ტემ­ბერს, ბოლ­ნის­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას.40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნით ჯერ მე­უღ­ლე, ნაზი ამ­ბარ­ცუ­მი­ა­ნი მოკ­ლა, შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ. რო­გორც ჩანს, ერთ-ერთი ბავ­შვი ცდი­ლობ­და მო­ჩხუ­ბა­რი მა­მის გა­ჩე­რე­ბას, რა დრო­საც მან და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში მი­ი­ღო.

“რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბოლ­ნის­ში მომ­ხდა­რი, გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2023 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, ბოლ­ნის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის და შუ­რის­ძი­ე­ბის ნა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს არას­რუ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 30 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა 11პრი­მა,109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
წყარო: geonewest.com

Share.