გარდაცვლილი ქართველი ქალი 5 შვილის დედა, 34 წლის ცირა ალიხანაშვილია. ის ოჯახთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა.
ალიხანაშვილს საქართველოში მელანომა დაუდგინეს, რის გამოც საქველმოქმედო ფონდ “დედების ფონდმა” ის სამკურნალოდ ესპანეთში გაუშვა.
“ქიმიოთერაპია 17 ათასი ლარი ჯდებოდა… ჩვენ მათი გზის ფული დავაფინანსეთ. დახლოებით ორი კვირის წინ წავიდნენ. ჩემი ინფორმაციით იქ სხვა დიაგნოზი დაუდგინდა და არ იყო ეს მელანომა.
დაიწყეს მკურნალობა და როგორც ჩანს ორგანიზმმა ვერ გაუძლო. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებას, სავარაუდოდ კლინიკის ტერიტორიაზე დაემართა, ვერ გეტყვით, არ მაქვს მე ამის შესახებ ინფორმაცია…
გარდაცვლილს 5 შვილი დარჩა, სოციალურად დაუცველები არიან, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვროდნენ… ბავშვებს ახლა მამა და მამიდა მიხედავენ” – უყვება AMBEBI.GE-ს ფონდის თანამშრომელი ლიკუნა წიქარიშვილი, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა გარდაცვლილი ქალის ოჯახთან.