“სამწუხარო ინფორმაცია: უკრაინაში მებრძოლი ქართველები ჰოსპიტალში გადაიყვანეს” – ნახეთ დავით ქაცავარას განცხადება

0

დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გამოაქვეყნა, დავითის თქმით ქართველი მებრძოლები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და მკურნალობას გადიან, მათ ქიმიური ინტოქსიკაცია დაუფიქსირდათ. დავით ქაცარავს პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები.
დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება.

რუსორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭვრობა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული.

სხვათაშორის, გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე.

ასე რომ, ეს ნაბიჭვარი სახელმწიფო როგორც მინიმუმ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს.

მორდორი აუცილებლად უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს.” – წერს ქაცარავა.

Share.