“სანამ ევროპაში წაიყვანთ შვილებს მანამდე მთაში წაიყვანეთ,ბარში,ტყეში, სად მიდიხართ ხალხო..” – ნახეთ რას ამბობს ცნობილი პედაგოგი მარინა ბედოშვილი

0

პედაგოგი მარინა ბედოშვილი გადაცემა დღის „პოსტის სტუმარი“ იყო.
ბედოშვილი ახალგაზრდებსაც მიმართავს და ამბობს, რომ მათი სახლი საქართველოა:
„მოჰკიდეთ ამ თქვენს შვილებს ხელი და სანამ ევროპაში წაიყვანთ საწანწალოდ, წაიყვანეთ მთაში, ბარში, ტყეში, იარეთ ფეხით ხალხო. ამ ჩემი მტკივანი მუხლებით, ფეხით მოვიარე საქართველო.

სამშობლო რომ უყვარდეს მოსწავლეს და შვილს, ჯერ უნდა იცოდეს ეს სამშობლო და რა ესმით ამ საზოგადოებისგან, რომ თითქოს ამ ქვეყნიდან დროზე უნდა გაიქცეთ.

სად მიდიხართ ხალხო, ვის უტოვებთ ამ ქვეყანას…

ბავშვებო თქვენი სახლი არის საქართველო და ყველა გზა რომში არ მიდის, ყველა გზა სამშობლოში მიდის“ – ამბობს მარინა ბედოშვილი.

Share.