“სასტიკად მოკლულია დედა შვილი რომელიც ეტლით ჩვილს ასეირნებდა..” – ნახეთ ახალი დეტალები უმძიმეს შურისძიებაზე

0

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 2 ქალბატონი, დედა და შვილი.
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა, შემთხვევის დროს, ქალბატონებს თან ახლდათ ჩვილი.
თვითმხილველების თქმით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონები, ჩვილთან ერთად, დუმბაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, მათ მოულოდნელად მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Share.