რამდენიმე დღის წინ ქალაქ სოჭში ზღვის სანაპიროზე მყოფი ადამიანები მეტად უცნაური მოვლენის მომსწრენი გახდნენ: რამდენიმე დელფინი მოცურავდა ნაპირისკენ და მოაცურებდა რაღაც “საგანს”. მათ “საგანი” ნაპირზე გამორიყეს და შემდეგ უკან გაბრუნდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ დელფინების რიცხვი 12 იყო. ნაპირზე გამორიყულ ფიცრის ნაჭერს თავიდან არავინ მიაქცია ყურადღება. შემდეგ ერთი ქალბატონი დაინტერესდა, ფიცარს ზღვის მცენარეები გადააცალეს და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – “ზეციური ნიშანი” (ასე ეწოდება ხატს).
გაოცებულმა ქალმა და მისმა მეუღლემ ხატი რუსეთის საპატრიარქოში მიაბრძანეს, იქ ხატი კიოტში მოათავსეს და ახლაც საპატრიარქოშია დაბრძანებული.
თუმცა მთვარი ის კი არ არის, სად არის ახლა ხატი, არამედ იმის მიხვედრაა, თუ რა ნიშანს აძლევს ამ ხატის გამოჩენით უფალი ადამიანებს.