“საქართველოს ყველა მოთამაშე ეთნიკურად ქართველიაო,გაკვირვებულმა ევროპელებმა აღნიშნეს..”

0

საქართველოს ნაკრებში ყველა მოთამაშე ეთნიკურად ქართველიაო – აღნიშნეს, გაკვირვებულმა ევროპელებმა…
ხოდა, მერე სხვა ქვეყნის ნაკრებებს გადავავალე თვალი – უკვე, იშვიათია – ეთნიკური ფრანგები, ეთნიკური ესპანელები, ეთნიკური იტალიელები…
და, სიამაყით ავივსე! ასეთი პატარა ქვეყანა და ასეთი ნაკრები – სუფთა ეროვნული!
მერე რობაქიძე გამახსენდა: “სხვა ქართულ ცეკვას ვერ იცეკვებს რასა არ ეყოფაო”…

ქართული ჯიში, ქართული გენი, ქართული ყოფა – ჩვენი გადარჩენის და ჩვენი მარადიული სიცოცხლის საიდუმლოა!

ნუ დამძრახავთ, რომ ვინმეს პატივს არ ვცემ – ყველა ეროვნებას და ყველა ეთნოსს გაუმარჯოს, ახლა უბრალოდ – საქართველოზე მომინდა მეთქვა…
ხოდა, ამ პატარა, მაგრამ ეროვნულ საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენს ქართულ “ჯიშს” გაუმარჯოს!

ის როგორ იყო “ხვედელიძე დაცვას მიხედე – დაცვასო”? – ახლა, დემოგრაფიას მივხედოთ, დემოგრაფიას! იმიტომ რომ ჩვენი გადარჩენის საიდუმლო – ჩვენს გენშია!

ხოდა, ისევ რობაქიძე: “ასეთი ხალისი, ასეთი სიხარული, ასეთი ლხენა – საუკუნეებში ტანჯული საქართველოს წიაღიდან! არაა ეს საკვირველი? მართლაც რომ საკვირველია! სადღაც უნდა მეთქვას: ყოველი წვეთი სისხლისა, საქართველოს დედულ-მამულისთვის დანთხეული, მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას, ახლა ვამბობ: საქართველო დაჭრილი მზეა, “დაჭრილი მზე” – მაგრამ მაინც მზე!”
შენ გაგიმარჯოს ჩემო ქვეყანა-შენი გამარჯვებებით და ხანდახან, ღირსეული დამარცხებებით!
მრავალჟამიერ ჩემო სამშობლო – სხვა საქართველო რომ არსად არაა!
ნიუსი შემხვდა: “საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია”… ხოდა, ეროვნული როა, ქართული როა – იმიტომ იბრძოლეს ისე “ან სიკვდილი და ან გამარჯვებაო” – რომ გადარიეს ევროპელები…
ვაშა, ეროვნულ ნაკრებს, ნამდვილ ეროვნულს – ვაშა!
დიდება ჩემს სამშობლოს!
წყარო:sport24.ge

Share.