“საქართველოში კოვიდ 19-ით არავინ არ გარდაცვლილა!.. რატომ გვაშინებთ?..”- სენსაციური განცხადება

0

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“საქართველოში 3 ადამიანი გარდაიცვალა, სამივე ხანდაზმული, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინეს.
ახლა მე მაინტერესებს: ეს 3 ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა თუ იმ ერთი ან რამდენიმე კრონიკული დაავადებიდან რომელიმეს გართულების გამო?
რატომ წერენ ჩვენი ექიმები გარდაცვალების ძირითად მიზეზად კორონავირუსს, იქნებ იმ ადამიანის სიცოცხლე ქრონიკულმა დაავადებამ შეიწირა და კოვიდ-19-ით ინფიცირება თანმხლები დაავადებაა?
იტალიაში ყველა გარდაცვალების მიზეზად, (თუ ინფიცირებულია) კოვიდ-19-ს წერენ, გერმანიაში კი გარდაცვალების მიზეზად წერენ ძირითად დაავადებას, ხოლო კოვიდ-19-ს – თანმხლებად.

ვნახოთ მონაცემები:
იტალია:
ინფიცირებული – 168,941
გარდაცვლილი – 22,170

გერმანია:
ინფიცირებული – 136,569
გარდაცვლილი – 3,943

დააკვირდით, როგორი განსხვავებაა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს შორის.
ჩვენთან გარდაცვლილთაგან სამივე შეიწირა არა კორონავირუსმა, არამედ იმ დაავადებებმა, რაც წლების და შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ.
მაგრამ გარდაცვალების მიზეზად მაინც კორონავირუსი ჩაუწერეს.

ამ ორი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა (ზუსტად არ ვიცი, რამდენი და ამიტომ ვერ ვწერ). ეს ადამიანები რომ შეემოწმებინათ, შესაძლოა, ბევრს თუ არა, რამდენიმე მათგანს ვირუსი ჰქონოდა, მაგრამ არ შეუმოწმებიათ და დასკვნაშიც გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი არ ჩაუწერეს.

მიმიხვდით, რას ვგულისხმობ?!
ჩვენთან კოვიდ-19-ით არავინ გარდაცვლილა!
სამივე ადამიანი გარდაიცვალა იმ დაავადებებით, რაც აწუხებდათ.
უბრალოდ, “ძალიან გაუმართლათ” და ამ მსოფლიო სტატისტიკაში მოხვდნენ!
მაპატიეთ, წინა აბზაცის ცინიზმი, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიკითხავდი:
რატომ გვაშინებთ?!”
წყარო – ალია

Share.