“საშინელება ხდება ამ დღეებში,ეს არის წარმოუდგენელი რამ..” – ნახეთ თეა წულუკიანი სამწუხარო ამბავს ავრცელებს

0

ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ძალიან სამწუხარო თემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეთნიკურად ქართველები წერენ, რომ მე ეთნიკურად ქართველი ვარ, მაგრამ არ მაქვს ტრადიციული კავკასიური გარეგნობა, ჩემივე თანამოქალაქეს რუსი ვეგონე და თავს დამესხა ქუჩაშიო. სამწუხარო ფაქტები, როგორც ჩანს უკვე ხდება საქართველოში. მინისტრის განცხადება:
„დღეს რაიმე ტიპის რეალიზებადი საფრთხე, გნებავთ საფრთხეები, არ არსებობს. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც

ჩვენ ქვეყანაში შემოდიან, შემოდიან კანონის ისეთივე მკაცრი წესების დაცვით, როგორიც მოქმედებდა მანამდე. ე.წ. ფილტრი თუ ფილტრები, რაც არსებობს საზღვარზე. შეგახსენებთ, რომ ამ კანონის ინიციატორი იყო იუსტიციის სამინისტრო, როდესაც მე გახლდით მინისტრი.
არ ვიცი, რა არ მომხვდა თავში მათი მხრიდან, როდესაც აკრიტიკებდნენ ამ კანონს და მასთან ერთად მეც. ეს კანონი შემუშავებულია პოლიციასთან და შესაბამის სასაზღვრო უწყებებთან ერთად.
ეს კანონი არის ძალიან კარგი გარანტია იმისთვის, რომ ვინც არ არის კეთილი განზრახვით მოსული საზღვართან, ის ვერ შემოდის. ვინც შემოდის, ის არავითარი პრობლემის მატარებელი არ არის. არც სტატისტიკა არ აჩვენებს, რომ რამე ტიპის მატებაა. საშინელება ხდება ამ დღებში, ყველამ დაიწყო ეთნოსზე და ეროვნებაზე საუბარი. წარმოუდგენელი რამ ხდება. ეთნიკურად ქართველები წერენ, რომ მე ეთნიკურად ქართველი ვარ, მაგრამ არ მაქვს ტრადიციული კავკასიური გარეგნობა, ჩემივე თანამოქალაქეს რუსი ვეგონე და თავს დამესხა ქუჩაშიო. ეს არის წარმოუდგენელი რამ.

იყო ასევე შემთხვევები, რომ თავს დაესხნენ ომის პარტიის მიერ წაქეზებული, ან მათი პარტაქტივი და აღმოჩნდა სულაც უკრაინელია. აქედან გამომდინარე, ფობიები გვერდზე უნდა გადავდოთ, ეს არის სირცხვილი და უნდა იპოვოს ამ პარტიამ თავის თავში ძალა, რომ ეს ქსენოფობიური განცხადებები შეწყვიტოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წყარო:daqali.club

Share.