სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წალკაში ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ არიან დაშავებულები და დაღუპულები.
შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა – საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით. ამ მუხლით რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევა,
თუ ამას მსხვერპლი მოჰყვა, ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
სამუშაოებს ატარებდა აზერბაიჯანული კომპანია – დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.
წყარო:ambavi.club