“საშინელი დილა გათენდა,აღარ გვყავს ჩვენი თეკლა..” – ნახეთ ვინ არის 17 წლის გოგონა, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა

0

ჟურნალისტი რუსუდან გიგაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი დისშვილი, ახალგაზრდა გოგო დაიღუპა.
”ჩემი თეკლა, ჩემი დისშვილი დღეს 17 წლის გახდა. გვჯეროდა, რომ ამ დღეს ლეიკემიადამარცხებულები ერთად ვიზეიმებდით საქართველოში, მაგრამ დღეს ის სტამბულში აჯიბადემის კლინიკის რეანიმაციაშია და ისევ იბრძვის. ჩემი ძლიერი გოგო 8 თვეა გაუსაძლისს უძლებს.

მან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს! თეკლამ ისევ უნდა იბრჭყვიალოს, ისევ უნდა იციმციმოს, ისევ უნდა გვაბედნიეროს, ისევ გაგვიხაროს გულები! სხვანაირად არ შეიძლება!” – წერდა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტი, თუმცა დღეს დაწერა რომ თეკლა გარდაიცვალა.
”ჩვენი თეკლა აღარ გვყავს!” – დაწერა ჟურნალისტმა.

Share.