“საშინლად მეტკინა და ვიტირე დღეს გავიგე რომ დაიღუპა..” – ნახეთ ნიკა ქავთარაძის სულისშემძვრელი პოსტი

0

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა რადიოწამყვანი დიჯეი დინჯი, არჩილ ბუბუტეიშვილი.
რადიო 105-ს პერიოდიდან მისი მეგობარია ნიკა ქავთარაძე, რომელიც მეგობარს სოციალურ ქსელში ასე ემოციურად ემშვიდობება.
ნიკა ქავთარაძე: 90-იანების ბოლოს, თუ რამე კარგი და იმედის მომცემი იყო ამ ქვეყანაში, ეს “რადიო 105” იყო.
ყველა წამყვანი ვარსკვლავი იყო.
ასეთივე ვარსკვლავი იყო DJ დინჯი. მისი საოცარი ხმით.
ძალიან ბევრი საათი, დღე და კვირა გაგვიტარებია ერთად. მერეც, სულ ცდილობდა ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით.

ერთ დღესაც გავიგეთ, რომ მძიმე დაავადებამ შეუტია.

ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ახალგაზრდა მეგობარი საშინელი დაავადებით იტანჯება.

მერე თითქოს უკეთ გახდა…

და დღეს გავიგე, რომ ჩვენი დინჯი აღარაა.

საშინლად მეტკინა. ვიტირე.

გამახსენდა უამრავი რაღაც.

ნახვამდის, დინჯ.

ვუსამძიმრებ, ოჯახს, ახლობლებს, ასხუთელებს.

Share.