დედოფლისწყაროში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი და-ძმა თამუნა და ვალერი ფრიდონაშვილები რუსთავიდან იყვნენ. და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,
ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 38 წლის კაცი მეუღლესთან და დასთან ერთად ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდა.
“სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაც ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედას დახვდება”, – ამბობ ოჯახის ახლობელი.