ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი მიშო ჯალაბაძეა. ახალგაზრდა გორის მუნიციპალიტეტში, სოფე ქორდში ცხოვრობდა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე
დაზიანება ჰქონდა მიღებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილია, რომ 22 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა.არსებული ინფორმაციით, სკუტერს მეგობარი მართავდა.
წყარო:statiebi.club