რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლული იპოვეს. ადგილობრივი მედია, წერს რომ იგი საწოლში მიბმული იყო.
მათივე ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, ცხედარი კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 41 წლის უოლას დე ოლივეირა გომესი, რომელიც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების მიხედვით ამოიცნეს. ის ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც სასტუმროს თანამშრომელმა პოლიციასთან განაცხადა, უოლესი და ილია სასტუმროში დაახლოებით, ღამის ორ საათზე შევიდნენ, დილის ექვსი საათისთვის კი შენობა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა დატოვა.მას შემდეგ, რაც მეორე მამაკაცმა სასტუმროდან გასვლა დააგვიანა, თანამშრომელს ეჭვი გაუჩნდა და ოთახის შესამოწმებლად შევიდა. იქ კი ცხედარი დახვდა.
წყარო:siaxle.club