“სახლი უნდა ეყიდა,აღარ მიყიდა ისეთი ტირანი იყო,სიმღერას მიშლიდა და ეკრანზე გამოჩენას..” – გია სურამელაშვილი

0

90-იან წლების წარმატებული მომღერალი და ქალბატონების კერპი გია სურამელაშვილი დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ ნიშას და პოპულარობას, რაც მისი გამორჩეული სტილი და მისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერის დამსახურებაა.
გია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გრანდიოზულ შოუ პროგრამებს დგამდა 90-იან წლებში, გამორჩეული სტილით ხასიათდებოდა და ათასობით გულშემატკივარი შეიძინა და შეინარჩუნა.
ეპატჟურ მომღერალს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები, რომლებიც მას განსაკუთრებული საჩუქრებით ანებივრებენ. მისი თქმით, ყველაზე ხშირად ბრილიანტებს ჩუქნიან.

ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა გაიხსენა თაყვანისმცემელი, რომელმაც როიალი გამოიგზავნა, სახლის ყიდვა დაჰპირდა, მაგრამ არ უყიდა…

“მაგალითად, თეთრი როიალი გამომიგზავნეს. მუშებიც დაიშოკნენ, არ იცოდნენ ვისთან მოჰქონდათ. არ მივიღე. ხშირად მჩუქნიან ბრილიანტებს, მანქანას. შევარდნაეს სახლი უნდა ეყიდა. ისეთი ტირანი იყო აღარ მიყიდა. სიმღერას მიშლიდა და ეკრანზე გამოჩენას. მთელი ათი დღის განმავლობაში, რაც რამე ტელევიზიები არსებობდა ყველგან წავედი. ახლა კვდება ხომ რჩება ყველაფერი ოხრად…”

მომღერალმა კოლეგების მისამართით საზოგადოების კრიტიკა გააპროტესტა და ტქვა, რომ სოციალურ ქსელში მხოლოდ ლანძღვით არიან დაკავებულები.

“მე ვხედავ, ჩემს კოლეგებს, ადამიანებს როგორ ლანძღავენ სოციალურ ქსელებში. ჭკუიდან გადავდივარ. პასუხს არ ვცემ. მეტი დარდი არ მაქვს. მერე მაგათ პროფილებში შევდივარ და სამარცხვინო ხალხია. კალოშიანი მაიმუნი ხალხი. ჩემზე ლაპარაკი აღარ მაქვს. კომენტარებს შეგნებულად აღარ ვკითხულობ. საიდან გაგაჩნიათ ამდენი ბოღმა, კალოშიანი მაიმუნი ხალხი… როგორ გვჭორავთ, ვაფშე, თქვენს თავებს მიხედეთ. თქვენს მეექვსე მოდგმას არ ეღირსება ჩემნაირი სილამაზე”, – ამბობს ერთ-ერთ გადაცემაში გია სურამელაშვილი.

Share.